“ჩელსის” და კოტ დივუარის ყოფილმა შემტევმა დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ 2016 წელს “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის.
“კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილი ლიდერია. ის “რეალში” და პორტუგალიის ნაკრებში უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მან ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რონალდუმ “ოქროს ბურთის” მოგება დაიმსახურა”- განაცხადა დროგბამ.