საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საუკეთესო შემთხვევაში სამი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს.
წინასწარი ეტაპის შეხვედრების შემდეგ, ქართველებს ერთი ბრინჯაო უკვე განაღდებული აქვთ – 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძე და ცოტნე აბალაკი რეპეშაჟის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
პოდიუმს თითო გამარჯვება აშორებთ დიმიტრი სალდაძესა (42 კგ) და გოგა მამიაურს (69 კგ). სალდაძე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქ ჰალილ გოკდენიზს დაეჭიდება. მამიაურის მეტოქე კი თურქი დოგუკან კალაიჩი იქნება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.