ესპანური "მალაგა" დაინტერესებულია ჯაბა კანკავას გადაბირებით. ამ ინფორმაციას ფრანგული და ესპანური საიტები ავრცელებენ, მათ შორის ცნობილი Lequipe.fr.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ბოლო სეზონი ფრანგულ "რეიმსში" გაატარა, ეს გუნდი კი ლიგა1-დან გავარდა და ჯაბაც სხვა კლუბში გააგრძელებს კარიერას.
"მალაგას" ხუანდე რამოსი თავკაცობს, რომელიც კანკავას კარგად იცნობს: ადრე ქართველის მწვრთნელი იყო "დნიპროში".