ჩოგბურთი

13:59 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ პირველი წრე დასძლია

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაწყებული 10-ათასიანი ტურნირის საწყისი რაუნდი იოლად დასძლია.

მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ რუსი ალინა სილიჩი 6:4, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც კიდევ ერთ რუს ვალერია პოგრებნიაკს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ბოლქვაძემ და რუსმა მარგარიტა ლაზარევამ, რომელთაც მე-4 რეიტინგი გააჩნიათ, მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ყირგიზ პალკინას და რუს პუჩკოვას ეთამაშებიან.

0.103262