დორტმუნდის „ბორუსიამ“ პოლონელი ნახევარმცველი იაკუბ ბლაშჟიკოვსკი ტრანსფერზე დააყენა.
30 წლის ფეხბურთელს დორტმუნდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა გუნდში გადავა.
ბლაშჟიკოვსკიმ განვლილი ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა ამას კლუბის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. იაკუბმა 2007 წლიდან 2015 წლამდე, „დორტმუნდში“ რვა წელიწადი გაატარა, თუმცა ბოლო ორი სეზონი ტრავმები ხშირად აწუხებდა. გასულ სეზონში ის განათხოვრების წესით იტალიაში, „ფიორენტინაში“ თამაშობდა და ტრავმების გამო სერია ა-ს მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.