საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამბროსი კონკროშვილი (+100 კგ) ტიუმენის გრან სლემს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. უმძიმეს წონით კატეგორიაში კონკურენციაში სულ 9 სპორტსმენი ჩაება. მათგან 7-მა პირდაპირ მეორე წრით - მეოთხედფინალით დაიწყო. ქართველი მძიმეწონოსანი კი წილისყრამ პირველ წრეში განთესა, რუსეთის ნაკრების წევრ ანტონ ბრაჩევთან ერთად და მეოთხედფინალის საგზური ბრაჩევმა მოიპოვა.
რუსულ გრან სლემზე საქართველოს დროშის ქვეშ სულ ორი ძიუდოისტი გამოვიდა. კონკროშვილამდე საქმეში თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) ჩაერთო და ტურნირი მე-7 ადგილით დაასრულა.
სულ ტიუმენში მასპინძელთა 54-კაციანი გუნდის გარდა 14 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. მოახლოებული ოლიმპიური თამაშებიდან გამომდინარე, მონაწილე გუნდების უმეტესობამ გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავა. ვაჟების პარალელურად, საპრიზო სამეულები ქალებმაც ჩამოწერეს და შვიდივე წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე იაპონელები ავიდნენ.
ძიუდო
გრან სლემი
ტიუმენი
16 ივლისი
60 კგ
1 იუმა ოშიმა (იაპონია)
2 ალბერტ ოგუზოვი (რუსეთი)
3 დავუდ მამაზოვი (აზერბაიჯანი)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
66 კგ
1 ჰიფუმი აბე (იაპონია)
2 ანზაურ არდანოვი (რუსეთი)
3 იაკუბ შამილოვი (რუსეთი)
3 შო ტატეიამა (იაპონია)
73 კგ
1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
2 არბი ხამხოევი (რუსეთი)
3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
3 ტომი მაციასი (შვედეთი)
7 თენგიზ პაპოშვილი (საქართველო)
81 კგ
1 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)
2 სეიდაი სატო (იაპონია)
3 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
3 სტანისლავ სემენოვი (რუსეთი)
90 კგ
1 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
2 ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)
3 მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი)
3 კენტა ნაგასავა (იაპონია)
100 კგ
1 მარტინ პაჩეკი (შვედეთი)
2 ადლან ბისულტანოვი (რუსეთი)
3 ნიაზ ბილალოვი (რუსეთი)
3 კაზბეკ ჟანკიშევი (რუსეთი)
+100 კგ
1 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)
2 იუსეი ოგავა (იაპონია)
3 ანტონ ბრაჩევი (რუსეთი)
3 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)
ქალები
48 კგ
1 ფუნა ტონაკი (იაპონია)
2 ნატალია კონდრატიევა (რუსეთი)
3 საბინა გილიაზოვა (რუსეთი)
3 მილისა ნიკოლიჩი (სერბეთი)
52 კგ
1 აი შიშიმე (იაპონია)
2 იულია რიჟოვა (რუსეთი)
3 ტენა სიკიჩი (ხორვატია)
3 აიგულ ტაშტიმიროვა (რუსეთი)
57 კგ
1 ცუკასა იოშიდა (იაპონია)
2 დარია მეჟეცკაია (რუსეთი)
3 ნატალია გოლომიდოვა (რუსეთი)
3 იოვანა როგიჩი (სერბეთი)
63 კგ
1 აიმი ნოუჩი (იაპონია)
2 დარია დავიდოვა (რუსეთი)
3 დიანა ჟიგაროსი (რუსეთი)
3 მია ჰერმანსონი (შვედეთი)
70 კგ
1 ჩიზურუ არაი (იაპონია)
2 ვალენტინა მალცევა (რუსეთი)
3 ელვისმარ როდრიგესი (ვენესუელა)
3 ალექსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)
78 კგ
1 რიკა ტაკაიამა (იაპონია)
2 კლარა აპოტეკარი (სლოვენია)
3 ალექსანდრა ბაბინცევა (რუსეთი)
3 ანასტასია დმიტრიევა (რუსეთი)
+78 კგ
1 ნამი ინამორი (იაპონია)
2 ნიჰელ ჩეიხ რუჰუ (ტუნისი)
3 ლარისა ცერიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)
3 ნატალია სოკოლოვა (რუსეთი)