ფეხბურთი

10:50 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: იტალია და პორტუგალია ნახევარფინალში

გერმანიაში გრძელდება ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი, სადაც A ჯგუფში ასპარეზობა უკვე დასრულდა. მესამე ტურის შემდეგ პლეი-ოფის სტადიაზე თამაშის უფლება, როგორც მოსალოდნელი იყო პორტუგალიისა და იტალიის ნაკრებებმა მოიპოვეს. სამაგიეროდ, ქვეჯგუფიდან ვერ გავიდა მასპინძელი გერმანია.

დასკვნითი ტურის წინ იტალიელ და პორტუგალიელ ფეხბურთელებს 4-4 ქულა ჰქონდათ, ავსტრიას 2, ხოლო გერმანიას – 0. შესაბმისად, “ბუნდესნაკრები” მოგების შემთხვევაშიც ვერ გადიოდა ნახევარფინალში, ავსტრიას კი შანსი მაინც ჰქონდა. მოუხედავად ამისა, რუტლინგენში მასპინძლებმა ადვილად სძლიეს მეზობელს – 3:0.

ჯგუფის ლიდერთა მატჩი კი ფრედ (1:1) დასრულდა, რამაც პირველ ადგილზე პორტუგალიის ნაკრები გაიყვანა. მართალია, ორივე ნაკრებს 5-5 ქულა დაუგროვდათ და ბურთების სხვაობაც პლიუს ერთი, მაგრამ ლუზიტანელებმა გაცილებით მეტი გაიტანეს, ვიდრე აპენინელებმა. არადა, აღნიშნულ მატჩს იტალია კარგა ხანს იგებდა, მე-15 წუთიდან 87-მდე, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩა და ახლა ნახევარფინალში დიდი ალბათობით ინგლისს შეხვდება, რომელიც B ჯგუფის ლიდერია დასკვნითი ტურის წინ. პორტუგალია კი ამავე ქვეჯგუფის მეორე ადგილოსანთან გაარკვევს ურთიერთობას.

ავსტრია – გერმანია 0:3

გოლები: 0:1 ნეუმანი (50), 0:2 ტეჩერტი (52), 0:3 გული (87)

იტალია – პორტუგალია 1:1

გოლები: 1:0 დიმარკო (15, პენ), 1:1 ბუტა (87)

1. პორტუგალია U19 3 1 2 0 6:5 5
2. იტალია U19 3 1 2 0 3:2 5
3. გერმანია U19 3 1 0 2 6:5 3
4. ავსტრია U19 3 0 2 1 2:5 2
0.172587