ჩოგბურთი

21:12 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას და გორგოძეს ფინალის თამაში აღარ დასცალდათ

ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ბურსას 50-ათასიან ტურნირზე ტიტულის მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა, თურქეთში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო, შეჯიბრის დასკვნითი ნაწილი აღარ ჩატარებულა.

შაფათავა და გორგოძე წყვილთა შეჯიბრში პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ფინალში გასვლაც მოახერხეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველ გოგონებს უზბეკ აკგულ ანანმურადოვასთან და რუს ნათელა ძალამიძესთან უნდა ეთამაშათ, თუმცა, მატჩი ჩაიშალა.

არ გამართულა ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალებიც, რომლებშიც მე-3 რეიტინგის მქონე შაფათავა მე-2 ნომრად მიჩნეულ სერბ ნინა სტოიანოვიჩს უნდა გაჯიბრებოდა, უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული თურქი იპეკ სოილუ კი მაკედონიელ ლინა გორჩესკას უნდა დაპირისპირებოდა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში გორგოძეს 4:6, 6:4, 6:2 სძლია.

0.11487