სხვა

18:33 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს წოდებაში დაქვეითება ემუქრება (+VIDEO)

ნაგოიაში მიმდინარე ივლისს სუპერტურნირზე მე-8 დღის (ნაკაბი) ორთაბრძოლები მიილია, ქართველი სეკივაკე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კი ძალიან სუსტად ასპარეზობს.

ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმისთან იორიკირით წააგო და ერთადერთი მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ქართველმა სეკიტორმა დარჩენილი შვიდივე შეხვედრა არ მოიგო, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

ტოჩინოშინს მომდევნო შერკინება ოძეკი გოეიდოსთან ელის, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 7:11 მარცხდება.

აქვე ვთქვათ, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს შვიდ-შვიდი გამარჯვებით იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, ოძეკი კისენოსატო და კომუსუბი ტაკაიასუ ლიდერობენ.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) აქვს აღმოსავლეთის პირველ ნომერ თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა დღეს დასავლეთის მე-5 ნომერ ამურუს ოშიდაშით აჯობა, ხვალ კი დასავლეთის მე-3 ნომერ ჩიიოშომას გაეჯიბრება.

ნაგოიას ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა

ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 9:09-დან

0.148759