27 წლის ფეხბურთელი პაბლო პიატი "ვალენსიამ" "ესპანიოლში" ერთი წლით გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია ბარსელონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ამავდროულად, კატალონიელებს სამხრეთამერიკელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
შემტევი "ღამურების" ღირსებას 2011 წლიდან იცავს და მას შემდეგ ჩატარებულ 162 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში პიატიმ 37 მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა, ხოლო თანაგუნდელებს რვაჯერ გაატანინა.