ფეხბურთი

23:17 | 16.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" ძლიერდება

ბრაზილიის ნაკრების კანდიდატი პაულო ენრიკე განსო ამიერიდან ესპანური “სევილიას” რიგებში ითამაშებს. ამის შესახებ ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი ოფიცალურად გვამცნობს. 26 წლის სამხრეთამერიკელი შემტევის შეძენა “სევილიელ დალაქებს” 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

განსო აქამდე ბრაზილიურ “სან პაულუში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც 2012-2016 წლებში ირჯებოდა, ხოლო მანამდე კიდევ ერთი სახელოვანი ბრაზილიური გუნდის, “სანტოსის” ღირსებას იცავდა. 26 წლის ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრებში დღემდე 8 მატჩი აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ ხორხე სამპოალის გუნდმა განსომდე ცოტა ხნით ადრე, კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და იტალიური “პალერმოდან” შემტევი ნახევარმცველი ფრანკოკ ვასკესი გადაიბარა.

0.104422