ფეხბურთი

19:09 | 16.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯაკერინი “ნაპოლის” ფეხბურთელია

იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ემანუელე ჯაკერინი “სანდერლენდიდან” “ნაპოლიში” გადავიდა. იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა ნეაპოლელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

ჯაკერინი “სანდერლენში” 2013 წელს ტურინის “იუვენტუსიდან” გადაბარგდა, გასული სეზონი კი იჯარის წესით “ბოლონიაში” გაატარა, რომლის მაისურით იტალიის სერია ა-ს 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსება ნეაპოლელთა ახალწვეულს 29 შეხვედრაში დაუცავს და 4 გოლი გაუტანია.

0.132416