რიგაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც 13 ივლისს ლატვიის თანატოლთა ნაკრებთან შეხვედრა ოვერტაიმში დათმო, ამ ქვეყნის სუპერლიგის წარმომადგენელს - რიგის უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 4 ქულით - 81:85 დამარცხდა.
არადა, გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ქართველები პირველ მეოთხედში დამაჯერებლად იგებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2 წამყვანი მოთამაშე - ლუკა ბულაშვილი და ლევან ბაბილოძე მცირე ტრავმების გამო აკლდათ, ქართველებმა შესანიშნავად ითამაშეს. საწყისი 10-წუთეულის 31:18 წაგების შემდეგ, მასპინძლებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს, რისი წყალობითაც დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს - 49:51. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრებში 11 ქულით ნიკა დარბაიძე გამოირჩა.
ამის შემდეგ თნაბარი თამაში გაგრძელდა. ქართველები ლიდერობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მსუბუქი ტრავმა მიიღო დარბაიძემ, რითაც გუნდური საქმე დაზარალდა და რიგელები გამარჯვებამდე მივიდნენ. საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 7 მოხსნით გოგა ბითაძე გამოირჩა. 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ნიკა დარბაიძემ, ხოლო ნიკა ლეონიძის ანგარიშზე 9 ქულა და 4 ჩაჭრა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 17 ივლისს გამოემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის მზადებას გააგრძელებს.
ამხანაგური მატჩი. U18. რიგა, ლატვია, 15 ივლისი
რიგის უნივერსიტეტი 85:81 საქართველო
18:31, 31:20, 17:18, 19:12
სრული სტატისტიკა: 85:81
www.gbf.ge