ფეხბურთი

22:43 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგი": დრაქსლერი რჩება, შურლე საეჭვოა

ბუნდესლიგის კლუბ "ვოლფსბურგის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იულიან დრაქსლერი გუნდს არ დატოვებს, ხოლო ანდრე შურლეს მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

"დრაქსლერის სიტუაცია ნათელია და იგი 100%-ით ჩვენ გუნდში დარჩება, ამის შესახებ კლუბში განხილვაც კი არ გვაქვს." - განუცხადა sport1.de-ს ალოფსმა.

"მგლებმა" დრაქსლერი "შალკედან" 2015 წლის ზაფხულში დაიმატეს და გერმანელმა გასულ სეზონში 31 მატჩში თავი 8-8 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შურლეს რაც შეეხება, ის "ჩელსიდან" გერმანულ გუნდს 2015 წლის თებერვალში შეუერთდა, გასულ სეზონში 41 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 7-ჯერ გამოაჩენინა თავი. გერმანული მედიის ინფორმაციით, შურლე "დორტმუნდში" უახლოეს დღეებში გადავა.

0.12516