საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა და 15-დან 24 ივლისის ჩათვლით საბერძნეთის ქალაქ ხალკიდაში „ბ“ დივიზიონში იასპარეზებს.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ასპარეზობაში დღეს – მონტენეგროს მძლავრ ნაკრებთან მატჩით ჩაერთვება.
ტურნირში 21 გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან სამ საუკეთესოს „ა“ დივიზიონის საგზურები ერგება. მონაწილენი 4 ჯგუფში არიან თავმოყრილნი. საქართველო „ა“ ჯგუფში მონტენეგროსთან, მაკედონიასთან, სომხეთთან და პორტუგალიასთან მოხვდა.
გათამაშების სისტემის თანახმად, პლეი ოფში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალებიდან გააგრძელებენ.
შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილოსნები 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები საკვალიფიკაციო მატჩებში 17-21 ადგილებს გაინაწილებენ.
საქართველოს ნაკრების კალენდარი (მითითებულია თბილისის დრო):
15 ივლისი
მონტენეგრო – საქართველო 16:15
17 ივლისი
საქართველო – მაკედონია 16:15
19 ივლისი
პორტუგალია – საქართველო 16:15
20 ივლისი
საქართველო – სომხეთი 18:30
www.gbf.ge