ფეხბურთი

14:10 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

III საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე ცნობილია

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო" თბილისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფკაციო ეტაპს თუ დაძლევს, მესამე ეტაპზე მაკედონიურ "ვარდარსა" და ზაგრების "დინამოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდთა შორის პირველი თამაში სკოპიეში ხორვატებს აქვთ მოგებული 2:1 და ბუნებრივია, წყვილში აშკარა ფავორიტებად მიიჩნევიან.

"დინამო" მესამე საკვალიფკაციო ეტაპის პირველი მატჩს 26/27 ივლისს სტუმრად, ხოლო საპასუხოს 2/3 აგვისტოს შინ გამართავს.

შეგახსენებთ, "დინამომ" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტს" თბილისში 2:0 მოუგო და 19 ივლისს, ერევნაში განმეორებით შეხვედრას გამართავს.

0.154816