ფეხბურთი

11:35 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: “იუნაიტედი” ჩემი პირველი სახლია”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელის მიმართაც სატრანსფერო ორომ-ტრიალია ატეხილი, ცეცხლზე ნავთი დაასხა და განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო თუ დამიკავშირდება, რა მოხდებაო მეც არ ვიციო...

“მანჩესტერი ჩემი პირველი სახლია – ჟოზე მოურინიო თუ დამიკავშირდება, არ ვიცი რა მოხდება. მიუხედავად ამისა, ახლა “იუვენტუსში” თავს ბედნიერად ვგრძნობ. “იუვე” და მისი მაისური ჩემი სახლია.

“რეალი”? – “ბლანკოსი” უდიდესი გუნდია, რომელმაც წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო”, - თქვა პოგბამ.

ბოლო დროს დღე არ გავა ისე, რომ “მანჩესტერისა” და პოგბას შესახებ არ დაიწეროს. ამბობენ, რომ “მანკუნიანელები” ფრანგის სანცვლოდ 123 მილიონი ევროს გაღებას გეგმავენ. ამასთან, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მისი კლიენტი იტალიურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს...

0.113664