ჩოგბურთი

17:33 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ზიმბაბვეს მატჩი გიორგი ცივაძე-ბენჟამინ ლოკის მატჩით გაიხსნება

15-17 ივლისს "მზიურის" კორტებზე დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და ზიმბაბვეს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

4-6 მარტს თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში დანიის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

14 ივლისს, სამინისტროში გამართულ კენჭისყრაზე მომავალი მატჩების ზუსტი განრიგი გაირკვა. სულ 5 შეხვედრაა დაგეგმილი და თამაში სამ მოგებამდე გრძელდება. კენჭისყრის თანახმად, პირველ შეხვედრას 15 ივნისს, 13:00 საათზე მეორე ჩოგანი გიორგი ცივაძე ჩაატარებს. მისი მეტოქე სტუმართა ლიდერი ბენჟამინ ლოკი იქნება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დევისის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე დასწრება უფასოა. ცივაძე-ლოკის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 13:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს.

საქართველოს ნაკრები

ნიკოლოზ ბასილაშვილი

გიორგი ცივაძე

გიორგი ჯავახიშვილი

ნოდარ ითონიშვილი

გუნდის კაპიტანი: დავით კვერნაძე

ზიმბაბვეს ნაკრები

ბენჟამინ ლოკი

კორტნი ჯონ ლოკი

მარკ ფინი

მეჰლული დონ აიანდა სიბანდა

გუნდის კაპიტანი: მარტინ დზუვა

შეხვედრების განრიგი

15 ივლისი – ერთეულები

გიორგი ცივაძე – ბენჟამინ ლოკი

ნიკოლოზ ბასილაშვილი – მარკ ფინი

16 ივლისი – წყვილები

ნიკოლოზ ბასილაშვილი/ნოდარ ითონიშვილი – ბენჟამინ ლოკი/კორტნი ჯონ ლოკი

17 ივლისი – ერთეულები

ნიკოლოზ ბასილაშვილი – ბენჟამინ ლოკი

გიორგი ცივაძე – მარკ ფინი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.123722