გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “ვოლფსბურგის” ნახევარმცველმა ანდრე შურლემ დორტმუნდის “ბორუსიასთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დორტმუნდელები 25 წლის ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. ტრანსფერის ღირებულებად 25-დან 35 მილიონ ევრომდე სახელდება.
“ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა შურლეს შეძენა ჰენრიხ მხითარიანის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდეგ გადაწყვიტა.