ფეხბურთი

19:44 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუმ” ბრაზილიელი მცველი დაიმატა

სტამბულის “გალათასარაის” ბრაზილიელი ფეხბურთელი ალექს ტელეში ამიერიდან პორტუგალიურ “პორტუში” ითამაშებს. ამის შესახებ თურქული კლუბის ვებგვერდი იტყობინება. “დრაკონებს” 23 წლის განაპირა მცველის ტრანსფერი 6.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ტელეშმა გასული სეზონი იჯარით მილანის “ინტერში” გაატარა, სადაც მოედანზე 21-ჯერ გავიდა, თუმცა გოლი არ გაუტანია. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთამერიკელი “ნერაძურიმ” არ გამოისყიდა, “გალათასარაის” მისი გასხვისება მაინც არ გასჭირვებია.

0.121188