ჩოგბურთი

19:25 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ და გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღეს

თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე საწყისი რაუნდის დაძლევა მოახერხეს სოფო შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ.

მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ ბულგარელი დია ევტიმოვა 6:3, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში უზბეკ აკგულ ანანმურადოვას ეთამაშება.

მე-2 წრეში მე-4 რეიტინგის მქონე უკრაინელ ვალერია სტრახოვას გაეჯიბრება გორგოძე, რომელმაც რუს მარგარიტა ლაზარევას 6:2, 6:1 სძლია.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე და შაფათავა წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალშიც არიან გასულნი, სადაც თურქ ჩენგიზს და რუს გასანოვას ეთამაშებიან.

0.114117