სერბი გიგანტი ცენტრი ბობან მარიანოვიჩი “დეტროიტ პისტონში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბმა მარიანოვიჩთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯეროით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მარიანოვიჩი განვლილ სეზონში “სან ანტონიოს” ღირსებას იცავდა.