საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო” თბილისმა სომხური “ალაშკერტი” 2:0 დაამარცხა. სტუმართა კარში მეორე გოლი თერთმეტრიანით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. თბილისური გუნდის შემტევი მიიჩნევს, რომ წინ მეორე მატჩია და შესაბამისად, ორრაუნდიან ბრძოლაში საუკეთესო ჯერ არ გამოვლენილა.
“თამაშითაც კმაყოფილები ვართ და შედეგითაც. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამთავრებული არაა და მომდევნო მატჩში ყურადღებით უნდა ვიყოთ, არ უნდა მოვდუნდეთ. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, თუმცა არც პირველი იყო ცუდი. უბრალოდ, მეორე ნახევარში ზონები გაიხსნა და მეტი მომენტი შევქმენით. ვეცდებით მოპოვებული უპირატესობა განმეორებით შეხვედრაში შევინარჩუნოთ”, - განაცხადა “დინამოს” თავდამსხმელმა.