ფეხბურთი

22:55 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ჩაერთო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და ევროტურნირებს შემორჩენილმა ერთადერთმა ქართულმა გუნდმა “დინამო” თბილისმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სომხეთის საუკეთესო გუნდ “ალაშკერტს” უმასპინძლა და დაამარცხა – 2:0.

პირველი ტაიმი დუნე გამოდგა და შეიძლება ითქვას დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მასპინძელბმა ზეწოლა გაზარდეს, ტემპს მოუმატეს და შედეგიც მიიღეს – გარდა იმისა, რომ უპირატესობა ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ქვილითაიას გოლებში ასახეს, დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლოთ, რამდენიმე მეტად ხელსაყრელი მომენტი რომ არ გაენიავებინათ.

საპასუხო მატჩი ერევანში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება და “დინამო” ორბურთიანი სხვაობის შენარჩუნებას თუ შეძლებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურსაც მოიპოვებს.

“დინამო” (საქართველო) – “ალაშკერტი” (სომხეთი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კიტეიშვილი (55), 2:0 ქვილითაია (69, პენ)

0.120447