ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები ოქსანა კალაშნიკოვა და იაროსლავა შვედოვა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250 000 დოლარი) პირველი განთესვით ჩაებმებიან.
კალაშნიკოვა და შვედოვა საწყის რაუნდში შვეიცარიელ კორი პერინს და ბრაზილიელ ლაურა პიგოსის გაეჯიბრებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი, მეოთხედფინალში ჩეხურ დუეტთან (კუნჩიკოვა-სტუხლა) ჭიდილი ელით.
ბუქარესტის ტურნირის მოგების შემთხვევაში, ოქსანა და იაროსლავა 280-280 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ შვედოვამ უიმბლდონზე უნგრელ ტიმეა ბაბოშთან ერთად ითამაშა და ფინალში გააღწია, სადაც დებ უილიამსებთან 3:6, 4:6 დამარცხდა.