კალათბურთი

22:15 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაის” ახალწვეულები

სტამბოლის “გალათასარაი” 2 კალათბურთელით გაძლიერდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ახალწვეულები 28 წლის მცველი ჯონ დიბლერი (სიმაღლე 198 სმ.) და 28 წლისვე ცენტრი ალექს ტაიუსი (203 სმ.) არიან.

საინტერესოა, რომ ორივე ახალწვეულმა გასული სეზონი კიდევ ერთ სტამბოლურ გრანდ “ანადოლუ ეფესში” გაატარა.

ტაიუსი საშუალოდ 5.9 ქულას, 3.0 მოხსნას და 1.0 დაფარებას აგროვებდა, დიბლერის საშუალო მონაგარი კი 10.2 ქულა (49.5% პერიმეტრიდან) გახლდათ.

0.120591