ჩოგბურთი

21:47 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი პირველ წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) პირველივე წრეში გამოეთიშა.

მეტრეველი არგენტინელ აგუსტინ ველოტის გაეჯიბრა და მართალია, ორივე სეტში ბრეიკით იგებდა, საბოლოოდ, 6:7 (2:7), 2:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ტაივანელი ჰსიე-იინ პენგი მე-3 განთესვით ჩაებმებიან და ძალებს პოლონურ დუეტთან (გავრონი-მაიროვიჩი) მოსინჯავენ.

0.117591