“გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ ტიმ დანკანის შესახებ ისაუბრა, რომელმაც კარიერა დაასრულა.
“კალათბურთიდან ასე უცერემონიოდ წასვლა, ეს ტიპური ტიმია. მას არ უყვარს თავის წარმოჩინება. ის დიდებული პარტნიორია. მას დიდებული კარიერა ჰქონდა, ის ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. დანკანი ნაციონალური საკალათბურო ასოციაციის 10 საუკეთესო კალათბურთელს შორისაა” - განაცხადა კერიმ.