სხვა

16:12 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ნაგოიას ბაშოს სეკივაკეს რაგში შეხვდა, ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია.

ტოჩინოშინმა ივლისის სუპერტურნირზე 3 ორთაბრძოლა ჩაატარა და სამივე წააგო. ქართველმა სუმოისტმა მორიგი წარუმატებლობა აღმოსავლეთის სეკივაკე კაისეისთან განიცადა. ბრაზილიელმა სეკიტორმა ჩვენებურს იორიკირით აჯობა.

გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის ოძეკი ტერუნოფუჯი იქნება, რომელსაც 3 მოგება აქვს და ბაშოს ლიდერთა შორის იმყოფება. ურთიერთშეხვედრებში მონღოლი ქართველს 6:2-ს ამარცხებს.

მაკუუჩი დივიზიონში ძალიან საინტერესო ტური იყო, რადგანაც მარცხი შეემთხვათ იოკოძუნებს – კაკურიუს და ჰარუმაფუჯის (შესაბამისად, ტოჩიოძანთან და ოკინოუმისთან). შედეგად, ფავორიტებიდან ლიდერებში, ხსენებული ტერუნოფუჯის გარდა, იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატოღა დარჩნენ.

დადებით ბალანსს დაუბრუნდა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ირჯება. ქართველმა გოლიათმა მე-3 საშეჯიბრო დღეს მე-2 გამარჯვება (ოშიდაშით) დასავლეთის მე-2 ნომერ ჩიიოტაირიუსთან იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუ აღმოსავლეთის 1-ლი ნომერია ანუ დივიზიონის უმთავრეს ფავორიტად ითვლება. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-4 ნომერი სატოიამა იქნება.

ნაგოიას ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა

ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 5:38-დან

0.115609