კალათბურთი

15:32 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურუსისი “პანათინაიკოსში”?

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კალათბურთელი იანის ბურუსისი, შესაძლოა, ათენის “პანათინაიკოსის” წევრი გახდეს. Eurohoops-ის ცნობით, ვეტერანმა ცენტრმა ბერძნულ გრანდთან ორწლიანი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

მცირე ხნის წინ, ბურუსისი კარიერის ნბა-ში გაგრძელებისკენ იხრებოდა, თუმცა, “გოლდენ სტეიტის” და “კლიპერსის” შეთავაზებებმა არ დააკმაყოფილა. იანისს გადაწყვეტილების შეცვლის საშუალება კიდევ აქვს, თუკი საინტერესო წინადადებას “სან ანტონიოსგან” მიიღებს.

გასულ სეზონში ბურუსისს კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა. ის ესპანურ “ლაბორალ კუჩაში” თამაშობდა და ევროლიგაში საშუალოდ 14.5 ქულას, 8.7 მოხსნას და 2.2 პასს აგროვებდა.

0.116089