40 წლის ტიმა დანკანმა, რომელმაც გუშინ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, Forbes-ის ცნობით, ნბა-ს 19 სეზონში 236 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
ამ მაჩვენებლით დანკანს კევინ გარნეტი (291 მილიონი) და კობი ბრაიანტი (320 მილიონი) უსწრებენ.
შეგახსენებთ, რომ დანკანი ნბა-ს 5-გზის ჩემპიონია (1999, 2003, 2005, 2007, 2014). ტიმი სამგზის ფინალების საუკეთესო მოთამაშეა, რეგულარული ჩემპიონატის 2-გზის საუკეთესო კალათბურთელი, 15-ჯერ “ოლ სტარზე” უთამაშია.