ბრიტანელმა ენდი მარეიმ “უიმბლდონის” ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო. მარეიმ ფინალში კანადაელი მილოშ რაონიჩი 6:4, 7:6, 7:6 დაამარცხა.
ანგარიშიდან გამომდინარე უშეღავათო ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ენდი უპრობლემოდ იმარჯვა, მატჩის დაწყებიდან დასრულებამდე ბრიტანელი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. პირველ სეტში 3:3-ზე ენდიმ მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტის თავის სასარგებლოდ დაასრულა, შემდეგი ორივე პარტია ბრეიკის გარეშე წარიმართა და ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც მილოშს არანაირი შანსი არ ჰქონდა, (მარეიმ ტაი-ბრეიკები 7:3 და 7:2 მოიგო). მარეიმ 7-დან ერთი ბრეიკი გაკეთა, ხოლო მილოშს 2 ბრეიკ-პოინტი ჰქოდნა და ვერც ერთი ვერ გამოიყენა.
ენდიმ კარიერაში 38-ე ტიტული და “დიდი სლემის” სამი ტურნირი დაუგროვდა.
მარეიმ უიმბლდონის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა, ხოლო მილოშმა 1200 ქულა და 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიმსახურა.