ფეხბურთი

15:46 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: “შანსი გვაქვს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო” თბილისმა გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი რომ დაიმატა, ძველი ამბავია. ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა კლუბმა 30 წლის ფორვარდი წარადგინა – იგი “დინამოში” 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“დინამო” საუკეთესო ქართული გუნდია და ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი, დავეხმარები ევროტურნირებზე. მეამაყება, რომ ასეთი ბაზა გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში პოლონეთში, ისრაელში, დანიაში ასეთი ბაზა არ მინახავს.

ევროთასებზე შანსი გვაქვს – ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუ მაქსიმუმს გავაკეთებთ მჯერა, რომ მინიმუმ პლეი-ოფამდე მივალთ”, - განუცხადა დვალიშვილმა “დინამოს” ვებგვერდს.

შეგახსენებთ, დვალიშვილი “დინამოში” მიმდინარე წლის დეკემბრამდე დარჩება, მაგრამ თუ გუნდი ევროასპარეზზე წარმატებით ვერ გამოვა, მაშინ ნავსაყუდელის შეცვლა ზაფხულშივე შეეძლება.

0.114118