ტურინის "იუვენტუსი" მცველ ლეონარდო ბონუჩის "მანჩესტერ სიტიში" რომ არ გაყიდის, ეს უკვე ცნობილია. თუმცა, როგოც Sky Sports იტალია იუწყება, იტალიელები მზად არიან ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაუშვან.
"ქალაქელების" თავკაცად პეპ გვარდიოლა დაინიშნა, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა 29 წლის ლეონარდოს დამატებაა. პირველი 45 მილიონიანი შეთავაზება "იუვემ" უარყო და როგორც ცნობილია არც ბონუჩის სურს "სიტიში" თამაში. ჯერჯერობით უცნობია, მანჩესტერელები გადაიხდიან თუ არა 60 მილიონ ევროს იტალიელში.