ფეხბურთი

20:31 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ლაკაზეტის არ ეშვება

ლონდონის "არსენალი" მზადაა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ლიონის" თავდამსხმელ ალექსანდრ ლაკაზეტის სანაცვლოდ 42 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ინგლისელები ფრანგებთან მოლაპარაკებას დიდი ხანია აწარმოებენ და ტრანსფერის განხორციელება სურთ. ჯერჯერობით უცნობია "ოლიმპიკის" ხელმძრვანელობა აღნიშნული თანხით მოიხიბლა თუ არა. "ლიონმა" "ვესტ ჰემის" 40-მილიონიან წინადადებაზე უარი უკვე განაცხადა.

ლაკაზეტისადმი დიდი ინტერესი ბოლო წლებში მისმა კარგმა თამაშმა გამოიწვია. თავდამსხმელი 2014/15 წლების სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გასულ სეზონში კი 44 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

0.120569