18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის გოგონათა ტურნირის წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
ბოლქვაძემ და ამერიკელმა კეტი მაკნეილიმ მე-2 ნომრად განთესილ ამერიკულ დუეტს (ანისიმოვა-სენფორდი) 7:5, 6:7 (5:7), 6:3 სძლიეს, ფინალის საგზურისთვის კი მე-3 რეიტინგის მქონე სლოვენიურ-პოლონურ წყვილს (იუვანი-სვიატეკი) ეთამაშებიან.
მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ რუსული (პერვუშინა-პოტაპოვა, 1-ლი განთესვა) და ამერიკული წყვილები (არკონადა-ლიუ) დადგებიან.
ნახევარფინალური მატჩები 9 ივლისს უიმბლდონის მე-18 კორტზეა დაგეგმილი.