ჭადრაკი

2:27 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ლიდერთა შორის

ესპანეთის ქალაქ ბენასკეში რიგით XXXVI ტრადიციული საერთაშორისო ღია ტურნირი დაიწყო, რომელშიც 31 ქვეყნის 413 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის 4 ქართველიცა: ნინო ბაციაშვილი (2466), სალომე მელია (2411), მერი არაბიძე (2360) და ქეთი წაწალაშვილი (2239).

2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმი მოუგროვდათ მელიას, არაბიძეს და წაწალაშვილს, ხოლო ბაციაშვილს აქტივში 1.5 ქულა აქვს. ტურნირი ათ ტურად მიმდინარეობს, მე-3 ტურის პარტიები კი 9 ივლისს შედგება.

0.12889