ფეხბურთი

22:03 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა "ლაციოში" - ბიელსამ უკან დაიხია და არგენტინის ნაკრებს ელოდება...

რომის “ლაციოს” თავს სრული ქაოსია – საქმე ისაა, რომ “ბიანკოჩელესტე” არგენტინელ მარსელო ბიელსას უნდა ჩაებარებინა, მაგრამ სამხრეთამერიკელმა ბოლო მომენტში თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ “ლაციალეს” ვებგვერდი გვამცნობს. ღოგორც იტალიური მედია წერს, ბიელსას ასეთი უცნაური საქციელის მიზეზი არგენტინის ნაკრებია.

მოგეხსენებათ, “ალბისელესტეს” ახლა დროებითი მწვრთნელი ჰყავს ხულიო ოლარტიკოეჩეას სახით და შესაბამისად, მისი შემცვლელი ჯერ კიდევ საპოვნია. მარსელო ბიელსა კი შემოთავაზებას სწორედ მშობლიური ნაკრებიდან ელოდება. სხვათა შორის, ამის თაობაზეც აქამდე არაერთხელ ითქვა. გავრცელებული ინფორმაციით, “ლაციოს” ბიელსას ნაცვლად სიმონე ინძაგი გაწვრთნის, რომელიც იტალიურ გუნდს გასული სეზონის ფინიშზე ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ მარსელო ბიელსა რომს 9 ივლისს თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად უნდა წვეოდა და ამ დღესვე კლუბთან ოფიციალური კონტრაქტი გაეფორმებინა. აღნიშნულის შესახებაც “ლაციოს” ვებგვერდი სულ რაღაც ორი დღის წინ იუწყებოდა...

0.119655