მსოფლიოს ნომერ მეშვიდე ჩოგბურთელმა კანადელმა მილოშ რაონიჩმა “უიმბლდონის” ნახევარფინალში როჯერ ფედერერი 6:3, 6:7, 4:6, 7:5, 6:3 დაამარცხა და კარიერაში პრიველად “დიდი სლემის” ტურნირის ფინალში გავიდა.
მილოშმა პირველი სეტი ერთი ბრიეკით მოიგო, მეორე პარტიაში ტაი-ბრეიკზე როჯერმა მეტოქეს 7:3 აჯობა. მესამე სეტში 3:3-ზე როჯერი ბრეიკს აკეთებს და შვეიცარიელი სეტებში 2:1 დაწინაურდა და ისე ჩანდა, რომ კანადელი ფედერერის დამარცხებას ვეღარ შეძლება. მაგრამ მეოთხე სეტში 6:5 რაონიჩის სასარგებლოდ, როჯერი ტაი-ბრეიკის მოსაპოვებლად აწვდიდა და 40:15-ს იგებდა, ამ დროს ფედერერი ორ ორმაგ შეცდომას უშვებს, რასაც რაონიჩის კარგი თამაშიც მოჰყვა და გადამწყვეტი მეხუთე სეტი დაინიშნა. 2:1-ზე ფედერერი თავის ჩაწოდებას აგებს, ისე თავისი შეცდომების წყალობით. ერთი ბრიეკი გადამწყვეტი აღმოჩნდა და რაონიჩი ფინალში გავიდა.
ფედერერს 16 ეისი ჰქოდნა და 5 ორმაგი შეცდომა. მილოშს 23 ეისი და 11 ორმაგი შეცდომა. როჯერმა 9 შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო კანადელმა 8 ბრეიკ-პოინტიდან სამი გამოიყენა.
ფინალში რაონიჩის მეტოქე ბერდიხ-მარეის გამარჯვებული იქნება.