ჭიდაობა

20:24 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული შიდა კონკურენცია მადრიდში გამოჩნდება

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ესპანეთში გაემგზავრნენ. ხვალ და ზეგ მადრიდი გრან პრის უმასპინძლებს და ქართული გუნდები ხალიჩაზე არასრული შემადგენლობებით გავლენ.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს სახელით კონკურენციაში მხოლოდ სანდრო ამინაშვილი და დავით მარსაგიშვილი ჩაებმებიან და შესაძლოა სწორედ ესპანური შედეგების მიხედვით მიიღოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვის შეიყვანს 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების განაცხადში.

თავისუფალთა ნაკრებს მადრიდში დავით პოღოსიანი უთავკაცებს. ბერძენ-რომაელები კი მომავალ გრან პრიზე ვახტანგ ბლაგიძის ხელმძღვანელობით გამოვლენ. აქვე სატურნირო ქართული შემადგენლობაც: მინდია წულუკიძე (75 კგ), გელა ბოლქვაძე (80 კგ) და ლაშა გობაძე (85 კგ).

0.12063