საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” ახალი ფორმა წარადგინა, რომლითაც გუნდი 2016-2017 წლების სეზონში იასპარეზებს. ფორმის პრეზენტაციის ფოტოები დინამოელთა ოფიციალურ ფეიქსბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ახალი სეზონისთვის განაწილდა სათამაშო ნომრებიც:
"დინამო" ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 12 ივლისს გამართავს. თბილისელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, "დინამო არენაზე", სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტს" უმასპინძლებენ.