იაპონიის სუმოს ასოციაციამ ნაგოიას ბაშოს საწყისი დღეების განრიგი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ მომავალი სუპერტურნირი 10-24 ივლისს ნაგოიაში შედგება და ისტორიაში პირველად, ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი რანგით მე-3 – სეკივაკეს წოდებით იასპარეზებს.
ტიტულიდან გამომდინარე, ქართველ სუმოისტს პირველივე ორთაბრძოლაში რთული გამოცდა ელის. კვირას ის იოკოძუნა ჰარუმაფუჯის შეერკინება, ორშაბათს კი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯის სახით შედარებით იოლი მეტოქე ელის.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირს რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ხვდება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ის ძურიოში აღმოსავლეთის პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის შერკინებას ასევე ფავორიტად შერაცხულ აძუმარიუსთან (დასავლეთის 1-ლი ნომერი) გამართავს.