ჩოგბურთი

1:11 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა რომის ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალურ მატჩში ითამაშებს.

პირველი განთესვით მოთამაშე შაფათავამ და იტალიელმა ალის მატეუჩიმ არგენტინულ დუეტს (ესტაბლე-ფარფანი) 2:6, 6:4, 10:5 სძლიეს და გადამწყვეტ შეხვედრაში მე-2 რეიტინგის მქონე მაკედონიურ-სლოვენიურ წყვილს (გორჩესკა-იაკუპოვიჩი) ეთამაშებიან.

ერთეულთა შეჯიბრში მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ მეოთხედფინალში მე-5 რეიტინგის მქონე მაკედონიელ ლინა გორჩესკასთან 4:6, 5:7 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.116935
სარეკლამო ადგილი - 99
X x X