გამბიის ეროვნული ნაკრების შემტევმა მო ბეროუმ "სუონსისთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "გედების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. აფრიკელ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 7 ივლისს უმთავრდებოდა.
ბერუ, რომელსაც შვედეთის მოქალაქეობაც აქვს, შვედეთში ვარჯიშობდა და "ოსტერსუნდიდან" უელსელებმა 2014 წელს დაიმატეს. მას შემდეგ მომ 32 მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა, ორჯერ კი "ბლექბერნსა" და "ნოტინგემში" გახლდათ განათხოვრებული.