"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ყოფილ კლუბს "ვესტ ჰემს" კვირაში გასამრჯელოს სახით 250 000 გირვანქა სტერლინგი მოსთხოვა. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "ჩაქუჩებმა" ფეხბურთელს კლუბში დაბრუნება სთხოვეს და გასამრჯელოდ სახით 150 000 ჰპირდებოდნენ, თუმცა ეს წინადადება ტევესმა არ მიიღო.
არგენტინელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 2006 წელს "კორინთიანსიდან" გადავიდა და ერთი სეზონის შემდეგ ორი წლით "მანჩესტერ იუნაიტედში" იყო განათხოვრებული. 2006/07 წლების სეზონში სამხრეთმაერიკელმა "ჩაქუჩების" მაისურით 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა.