ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალური მატჩი დათმეს და ფინალს მიღმა დარჩნენ.
გორგოძე და ქვაცაბაია მე-2 ნომრად განთესილ ჩეხურ დუეტს (ლენკა კუნჩიკოვა-კაროლინა სტუხლა) გაეჯიბრნენ და 3:6, 1:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ გორგოძე ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალშიც იყო გასული, სადაც ბულგარელ ელიცა კოსტოვასთან 1:6, 1:6 დამარცხდა.