ნიჭიერი არგენტინელი ცენტრალური მცველი ემანუელ მამანა “ლიონში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ტრანსფერი ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
20 წლის მცველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “რივერ პლეიტმა” მის სანაცვლოდ 7.5 მილიონი ევრო მიიღო.
მამანამ განვლილ სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.