საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი 67:76 წააგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც შეკრებაზე მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში იმყოფება, ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მსაჯების შეცდომებმა მასპინძლებს მოგება გაუნაღდეს.
ქართველებმა პირველი პერიოდი 10 ქულით დათმეს, ხოლო მეორე ათწუთეულის მერე მასპინძლებს 19 ქულით ჩამორჩებოდნენ. მესამე მეოთხედში ქართველებმა ჩამორჩენის შემცირება 11 ქულამდე მოახერხეს, თუმცა როგორც ნაკრების მენეჯერი გიორგი ბუცხრიკიძე იტყობინება, გადამწყვეტ მომენტში მსაჯებმა ქართველებს მატჩის გარდატეხის საშუალება არ მისცეს.
საქართველოს ნაკრებში 25 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი, ლევან ბაბილოძემ 14 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი ცირიკიძემ 11 ქულა მიითვალა. მომდევნო მატჩს ქართველები კვლავ მონტენეგროსთან ჩაატარებენ.
მონტენეგრო – საქართველო 76:67 (22:12, 19:10, 18:26, 17:19)
საქართველო: ბულაშვილი (25), ბაბილოძე (14), ცირიკიძე (11).
www.gbf.ge