სლოვენიის ნაკრების უკანახაზელი ზორან დრაგიჩი კარიერას იტალიურ “ემპორიო არმანი მილანოში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Eurohoops ავრცელებს.
დრაგიჩი, რომელმაც გასული სეზონი რუსულ “ხიმკიში” გაატარა, აპენინურ კლუბში იტალიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ალესანდრო ჯენტილეს ჩაანაცვლებს.
ზორანი ვთბ-ლიგის 2015-16 წლების გათამაშებაში საშუალოდ 8.8 ქულას, 2.9 მოხსნას და 1.3 პასს აგროვებდა.