ჩოგბურთი

0:27 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია ნახევარფინალში ითამაშებენ

ეკატერინე გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას წყვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ქართველმა ჩოგბურთელებმა უნგრელ ადრიენ ნაგის და სლოვაკ ვივიენ იუჰაშოვას 7:5, 7:5 სძლიეს, ნახევარფინალში კი მე-2 განთესვის მქონე ჩეხურ დუეტს (კუნჩიკოვა-სტუხლა) გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალშიცაა გასული, სადაც ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრება.

0.136449